მოსწავლეთა ქცევის კოდექსი

მოსწავლეთა ქცევის კოდექსი

თავი I ზოგადი დებულებები


მუხლი 1. რეგულირების საგანი


1. მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში ,,ქცევის კოდექსი") არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომელსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს ისეთი გარემოსა და პირობების სექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებას და რირებულებების გამომუშავებას.
3. სკოლა ვალდებულია ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი
4. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს.

მუხლი 2 ქცევის კოდექსის მიზანი


1. ქცევის წესების მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები
2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა ურთიერთპატივისცემისა, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.

მუხლი 3 რეგულირების სფერო


1. ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე.
2. სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში.


თავი II მოსწავლის ქცევის წესები


მუხლი 4 მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება

1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანი მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს


მუხლი 5 მოსწავლეებთან დამოკიდებულება


მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისაგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მატ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

მუხლი 6 მოსწავლის ჩაცმის წესი


მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.


მუხლი 7 მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს


1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო თონისძიებაზე.
2. გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები
3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე
4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვატექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით
5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას
6. მოსწავლე პატივს სცემს თავის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად
7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.
8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის გარეშე
9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.
10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.


მუხლი 8 სკოლაში აკრძალული ნივთები


მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებთ:
თამბაქოს ნაწარმი
ყველანაირი სახის იარაღი ან ისეტი ბასრი ნივთენი, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნან იარაღად.
სანთებელა ან ასანთი
ალკოჰოლური საშუალებები
ტექნიკური საშუალებები, რიომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ სასწავლო პრცესს
ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული
აზარტული თამაშის საშუალებები
უხამსობის ამსახველი ნივთები
ნარკოტიკული საშუალებები
ასაფეტქებელი და მომწამლავი საშუალებები
ფსიქოტროპული საშუალებები, ექმის ნებართვის გარეშე

მუხლი 9 პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის


მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ხოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესიტ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით

Комментариев нет:

Отправить комментарий