V კლასი

ანგარიში

ყოველი ახალი სასწავლო წელი ნებისმიერი პედაგოგისათვის არის სიხარულის მომტანი. პირადად ჩემთვის ახალი 2008-2009 სასწავლო წელი განსაკუთრებულია. წელს პირველად უნდა მივიდე სკოლაში, როგორც  კლასის ხელმძღვანელი ანუ კლასის დამრიგებელი.
პირადად მე, საკმაოდ კარგად მაქვს გათვიცნობიერებული დამრიგებლის უფლება მოვალეობები, როგორც ზოგადად, ისე ჩვენი სკოლის შინაგანაწესის მიხედვით და დარწმუნებული ვარ, რომ პირნათლად შევასრულებ ჩემზე დაკირებულ უფლება-მოვალეობებს.
როგორც მენეჯერი, ყოველი სასწავლო წლის ბოლოსათვის ვაჯამებ მთელი წლის მანძილზე შესრულებულ სამუშაოებს, ვწერ ანგარიშს და სასწავლო წლის ბოლოს წარვუდგენ სკოლის დირექციას მოახდინოს ინფორმაციული მენეჯერის მუშაობის შეფასება და წარადგინოს აღნიშნული დოკუმენტი საჭიროებისამებრ შესაბამის დროს და ადგილას.
ჩემი აზრით, იგივე პრინციპით შეიძლება მუშაობა სადამრიგებლო სფეროშიც. მთელი სასწავლო წლის მანძილზე მოვახდენ და დავაფიქსირებ ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ ჩატარებულ სხვადასხვა სახის სამუშაოებს, ღონისძიებებს, მოსწავლეთა წარმატებებს და ანაგარიშის სახით სასწავლო წლის ბოლოს წარვუდგენ სკოლის დირექციას.


ახალი სასწავლო წელი დაიწყო 2008 წლის 15 სექტემბერს. გორის საჯარო სკოლებში, ისევე როგორც ჩვენს სკოლაში, ახალი სასწავლო წელი აღინიშნა ნაკლები პომპეზურობით და პირველმა სასწავლო დღემ ჩაიარა ჩვეულებრივ, არასადღესასწაულო ვითარებაში.
ყოველივე ამის მიზეზი კი საქართველოში განვითარებული მოვლენები იყო. ომმა თავისი შედეგი გამოიღო. საქართვლოს მოსახლეობა (განსაკუთრებით გორის და მთლიანად შიდა ქართლის) შეშინებული და ამავე დროს დათრგუნული აღმოჩნდა. მშობლებს უჭირდათ შვილების სკოლაში გამოშვება, ხალხი მეტ-ნაკლებად პანიკაში იყო და ჯერ კიდევ არ იყო გამოსული იმ სტრესიდან, რაც ქართველმა ხალხმა გადაიტანა აგვისტოს თვეში.
ამ მიზეზების გამო ახალი სასწავლო წლის პირველ დღეებში სკოლაში იგრძნობოდა მოსწავლეების სიმცირე. ჩემი სადამრიგებლო კლასიც არ იყო გამონაკლისი. ნაცვლად 21 მოსწავლისა, გამოცხადდა 16 მაგრამ ყოველ დღე ბავშვთა რაოდენობა ნელ-ნელა იზრდებოდა და უკვე ახალი სასწავლო წლის მეორე კვირიდან მოსწავლეთა დასწრება სრულად აღდგა.
კლასში არის 21 მოსწავლეა. აქედან 12 ვაჟი და 9 გოგონა.
ჩემი პირველი შეხედულება ბავშვებზე არის ის, რომ ბავშვები არიან გონებგახსნილნი, შეუძლიათ დამოუკიდებლად აზროვნება, გააჩნიათ საკუთარი აზრი და შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს არიან  ცელქები, და მოუსვენრები
ჩვენს საკლასო ოთახს აქვს შესანიშნავი მდებარეობა. იგი მოთავსებულია სკოლის შენობის მესამე სართულზე და მისი ფანჯრებიდან კარგად მოჩანს გორის სამების ტაძარი.
პირადად მე ვთვლი, რომ სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო საკლასო ოთახი გვაქვს. წინა სასწავლო წლებში ჩვენს საკლასო ოთახში განთავსებული იყო ე.წ. რელიგიის კაბინეტი. მაშინ როდესაც სკოლაში ისწავლებოდა საგანი რელიგიის ისტორია, სწორედ ამ ოთახის მეშვეობით ხდებოდა მე-9 სკოლის მოსწავლეებისათვის რელიგიური განათლების მიცემა.

ამ ეტაპზე კლასში მოწყობილია საინფორმაციო კუთხე, საიდანაც ბავშვებს შეუძლიათ ოფიციალურად  ახალი ინფორმაციის გაგება. გამოკრულია გაკვეთილების ცხრილი, მორიგეობის განრიგი, დღის რეჟიმი, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, მორიგის მოვალეობები და ა. შ.

რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ბავშვებთან  - ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან ყოველი გაკვეთილის დამთავრების შემდეგ, დასვენების დროს. ვაკონტროლებ მათ მოქცევას და ვცდილობ მივაჩვიო წესრიგს. შემოვიღეთ მორიგეობაც. მორიგეებს ევალებათ დასვენების დროს საკლასო ოთახში ყოფნა და ყურადღების მიქცევა როგორც კლასზე, ისე თანაკლასელებზე. ყველა მორიგე ცდილობს, რომ თავის მორიგეობის დღეს კლასი დატოვოს მოწესრიგებული, მერხები და სკამები არ იყოს არეული, დაფა იყოს გასუფთავებული, იატაკზე არ ეყაროს  ნაგავი,

მოსწავლეებთან შეთანხმებით დავაწესეთ ე. წ. ,,კლასის საათი”. ყოველი კვირის პარასკევ დღეს, ხუთი გაკვეთილის შემდეგ ჩვენ ვატარებთ ,,კლასის საათს”. ამ დროს ვსაუბრობთ კლასის პრობლემებზე, წარმატებებზე, მიზნებზე, მომავალ გეგმებზე და სხვადასხვა სახის საორგანიზაციო საკითხებზე.

პირველი კლასის საათი ჩავატარეთ 2008 წლის 28 სექტემბერს. მოსწავლეებს გავაცანი ,,მოსწავლეთა ქცევის კოდექსი”, რის შემდეგაც თითოეულმა ბავშვმა შესაბამის ,,უწყისში” თავისი ხელმოწერით დაადასტურა, რომ იგი გაეცნო აღნიშნულ კოდექსს. ხელმოწერები კოდექსთან ერთად გამოკრულია საკლასო ოთახში.
 ვისაუბრეთ აგრეთვე სახვადასხვა საორგანიზაციო საკითხებზე, მომავალ გეგმებზე და ა. შ.
,,კლასის საათის” ჩატარებამდე ორი დღით  ადრე კი, 2008 წლის 24 სექტემბერს, საღამოს 1700 სთ-ზე ჩავატარე მშობელთა კრება.

მშობელთა კრება #1

მშობელთა კრება - ეს არის მშობლებისათვის პედაგოგიური ინფორმაციის მიღების საშუალება.
განასხვავებენ მშობელთა კრებების ფორმებს:
1. საინფორმაციო - მიმართულია სკოლის წესებისა და სიახლეების გაცნობაზე
2. საკონსულტაციო - მიმართულია კლასის საერთო საქმესთან დაკავშირებით მშობელთა აზრის გაგებაზე, მათ რჩევებზე და მხარდაჭერაძე.
3. ერთობლივი - ტარდება ბავშვებთან ერთად სხვადასხვა პრინციპული საკითხების გასარჩევად.
4. საგანგებო - ეძღვნება განსაკუთრებულ სიტუაციებს, რომელთა გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია მშობელთა აზრი.
5. საანგარიშო - ეძღვნება სხვადასხვა სფეროში ბავშვების მოსწრებას.
6. დახმარებითჳ - ეძღვნება ცალკეული ბავშვებისათვის და ოჯახებისათვის დახმარების გაწევას.
7. საგანმანათლებლო - ეძღვნება სწავლასთან და აღზრდასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემების განხილვას.
ჩემს მიერ ჩატარებული პირველი მშობელთა კრება ძირითადად იყო საინფორმაციო, საგანმანათლებლო და გაცნობითი ხასიათის.

თავდაპირველად მოხდა იმ მოსწავლეების მშობელთა დაფიქსირება შესაბამის აღრიცხვის ფურცელზე ხელისმოწერით, რომლებიც ესწრებოდნენ მშობელთა კრებას. კრებას ესწრებოდა ყველა მშობელი, გარდა ორი მოსწავლისა. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. გავაცანი გაკვეთილების ცხრილი, დღის რეჟიმი, საგნების ჩამონათვალი, ის პედაგოგები, რომლებიც ასწავლიან მათ შვილებს, სახელმძღვანელოების ავტორები. ვესაუბრე აგრეთვე ჩემს მომავალ გეგმებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მთელი სასწავლო წლის მანძილზე.
კერძოდ, სურვილი მაქვს თითოეულ მოსწავლეზე მოვაწყო პრეზენტაცია სალიდების სახით. იქნება რამდენიმე სლაიდი, დაახლოებით 10-დან 12-მდე.
მოსწავლეებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით გამოკითხვა, რაც მომცემს საშუალებას პრეზენტაციის მოსაწყობად შევაგრო მასალები. პრეზენტაცია მოეწყობა სასწავლო წლის ბოლოს მშობლებთან, ბავშვებთან და სკოლის პედაგოგებთან ერთად.
პრეზენტაციას ექნება გამოცნობითი ხასიათი.
მშობლებისთვის ბოლომდე არ მითქვამს ამ პრეზენტაციის შესახებ. დავტოვე სიურპრიზის სახით.
მშობლებს ვუთხარი ისიც, თუ ქალაქის მასშტაბით ჩატარდება კულტურულ-შემოქმედებითი, ან თუნდაც სპორტული სახის ღონისძიება, მოეწყობა გამოფენები და ა. შ. შეძლებისდაგვარად ბავშვებს მივაღებინებ მონაწილეობას.
ვფიქრობთ აგრეთვე კედლის გაზეთის გაკეთებას, ინტელექტუალური თამაშების მოწყობას და ა. შ.
სასწავლო წლის ბოლოსათვის ჩავატარებ ტესტირებას. ტესტებს შევადგენ ყველა საგნის დახმარებით, რომლებსაც სწავლობენ მე-5 კლასში.
მშობლებს ვთხოვე, თუ მათი შვილი მიაღწევს რაიმე წარმატებას ნებისმიერ სფეროში, აუცილებლად შემატყობინონ, რათა ყველაფერი ეს დაფიქსირდეს ბავშვის პირად საქმეში.
მშობელთა კრება გაგრძელდა 1 საათის განმავლობაში. პირადად მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ შეხვედრით. ვუსურვეთ ერთმანეთს წარმატებები და წინსვლა ცხოვრებაში.


* * *

2008 წლის 15 ოქტომბერსხ ჩავატარე ინტელექტუალური თამაში ,,მოაზროვნე" თამაშის შედეგად გამოვლინდა I, II და III ადგილზე გასული გუნდები. გადაეცათ სიგელები. ასევე გამოვავლინეთ საუკეთესო კაპიტანი. საუკეთესო კაპიტნად დასახელდა დავით გელაძე.
თამაშს  ესწრებოდა სკოლის დირექცია, მასწავლებელები და მშობლები. 

* * *

2008 წლის 11 დეკემბერს ჩავატარე ჩემს სადამრიგებლო კლასში მორიგი ინტელექტუალური თამაში ,,მოაზროვნე" ~ თამაშის პრინციპი უცვლელი იყო. კლასი გავყავი 3 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში იყო 7 მოსწავლე - 4 ვაჟი და 3 გოგონა. ჯგუფების დაკომპლექტება მოხდა ფარული კენჭისყრით. ბავშვები თავად იღებდნენ იმ ნომრებს, რომელ ჯგუფშიც უნდა ეთამაშათ.
თამაშის შედეგად გამოვლინდა I, II და III ადგილზე გასული გუნდები. გადაეცათ შესაბამისი სიგელები. ასევე გამვლინდა საუკეთესო კაპიტანი. ამ ეტაპზე საუკეთესო კაპიტნად დასახელდა გიორგი კაკაშვილი. სიგელები გუნდებს და კაპიტანს თავად სკოლის დირექტორმა გადასცა.



მშობელთა კრება #2


2008 წლის 27 ნოემბერს დამთავრდა I ტრიმესტრი. ტრიმესტრის ბოლოს მოხდა ყველა საგანში მოსწავლეთა შეფასება ტრიმესტრული ნიშნით.
2008 წლის 10 დეკემბერს კი ჩავატარე მშობელთა კრება. 2
თითოეულ მოსწავლეზე გაკეთებული მქონდა შეფასების ფურცელი. აღნიშნული ფურცლის საშუალებით, მშობლებს გავაცანი საკუთარი შვილების ნიშნები I ტრიმესტრის მდგომარეობით.
 21 მოსწავლიდან  I ტრიემსტრის ბოლოსათვის 11 მოსწავლე არის - 10 (ათოსანი)
   8 მოსწავლე არის - 9 (ცხრაოსანი)
   2 მოსწავლე არის - 8 (რვაოსანი)
კრება წარიმართა დიალოგის რეჟიმში. მშობლებს ვესაუბრე მომავალ გეგმებზე. აღვწერე კლასის საერთო სურათი, როგორი მდგომარეობაა კლასში, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები დავინახე და როგორ ვაპირებ მათ გამოსწორებას.
ასევე ყურადღებით მოვუსმინე მშობლებს, რომელთაც პატარ-პატარა შენიშვნები ჰქონდათ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მოვინიშნე ყველა და დავპირდი, რომ ყველა მათგანზე მოვახდენდი შესაბამის რეაგირებას.
კრება საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა. შეიძლება ითქვას, რომ მეც და მშობლებიც ამ შეხვედრით კმაყოფილნი დავრჩით. ერთმანეთს ვუსურვეთ წარმატებები და წინსვლა ცხოვრებაში.

მშობელთა კრება #3

2009 წლის 24 მარტს დამთავრდა II ტრიმესტრი. I ტრიმესტრისგან განსხვავებით II ტრიმესტრმა უფრო სამუშაო გარემოში ჩაიარა.
მთელი ტრიმესტრის განმავლობაში მიწევდა თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა. ვაკვირდებოდი თითოეული მათგანის ქცევას, ვსწავლობდი მათ როგორც დადებით, ასევე უარყოფით თვისებებს და ვახდენდი შესაბამის რეაგირებას. ვაწარმოებდი ასევე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საუბრებს, ვუზიარებდით ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს და ვითვალისწინებდით ერთმანეთის რჩევებსაც. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრი, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწორი გადაწყვეტილების მიღებისას.
II ტრიმესტრის ბოლოს ჩავატარე მორიგი მშობელთა კრება. თავდაპირველად მშობლებს გავაცანი მათი შვილების აკადემიური წარმატებები. ვისაუბრეთ სწავლის ხარისხზე, სირთულეებზე და მრავალ მათთვის საინტერესო საკითხებზე.
II ტრიმესტრის ბოლოს 19 მოსწავლიდან
8 მოსწავლე არის - 10 (ათოსანი)
4 მოსწაველ არის - 9 (ცხრაოსანი)
6 მოსწავლე არის - 8 (რვაოსანი)
1 მოსწავლე არის - 6 (ექვსოსანი)
კრება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. დასასრულს გავაცანი მესამე ტრიმესტრის გეგემები. ვუთხარის ისიც, რომ  სასწავლო წლის ბოლოს ვაპირებ ექსკურსიის მოწყობას, რასაც მშობელბი დიდი სიხარულით დაეთანხმნენ.


* * *

პროექტი ,,ფსევდონიმი"


2008 წლის ოქტომბრის ბოლოს დავიწყე მუშაობა ჩემს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებთან ერთად პროექტზე ,,ფსევდონიმი" ~. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან ერთად შევარჩიეთ ქართველი მწერლები, რომლებიც მოღვაწეობდენე ფსევდონიმით. ავარჩიეთ ვაჟა-შაველა და მისი ძმა ბაჩანა, შიო მღვიმელი. ასევე ისტორიული პირები მაია წყნეთელი და არსენა მარაბდელი. აგრეთვე ინგლისელი საბავშვო მწერალი მარკ ტვენი.
პროექტზე ვიმუშავეთ 6 კვირის განმავლობაში. მოიძიეს მასალები (გაეცვნენ ბიოგრაფიას, შემოქმედებას, შეაგროვეს ფოტომასალებიც) აღნიშნული პიროვნებების შესახებ, დაამუშავეს მოპოვებული ინფორმაცია და განვათავსეთ ინტერნეტში ბლოგის სახით.


* * *

2008 წლის 16 დეკემბერს მოვაწყეთ ექსკურსია გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ბავშვებმა გულდასმით დაათვალიერეს მუზეუმი, ყურადღებით ისმენდნენ ექსკურსია მძღოლი საუბარს, სვამდნენ შეკითხვებს. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ,,შთაბეჭდილებათა წიგნში"  ბავშვებმა გააკეთეს ჩანაწერები ნანახის ირგვლივ და დაპირდნენ მუზეუმის ხელმძღვანელებს, რომ მომავალ წლებშიც ესტუმრებოდნენ


მშობელთა კრება  #4

2008-2009 სასწავლო წელი დამთავრდა 2009 წლის 19 ივნისს. რიგით მეოთხე მშობელთა კრება კი ჩავატარე 15 ივნისს. კრებაზე ვისაუბრეთ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებზე. მშობლებს გავაცანი მათი შვილების აკადემიური მოსწრება. ვისაუბრე კლასის დადებით და უარყოფით თვისებებზე. ვესაუბრე აგრეთვე მომავალი სასწავლო წლის გეგმებზე.
ასევე გვქონდა საუბარი მომავალი ექსკურსიის თაობაზე. ექსკურსია სასწავლო შემოქმედებით ხასიათის უნდა ყოფილიყო. მშობლებს კიდევ ერთხელ გავაცანი საექსკურსიო მარშრუტი ,,გორი - მღვიმევის მონასტერი (ჭიათურა) - სხვიტორი - სავანე - გორი“. გადავწყვიტეთ ექსკურსიის დღეც - 20 ივნისი.

პროექტი ,,ექსკურსია ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში”

2009 წლის 20 ივნისს  გორის #9 საჯარო სკოლის Vგ კლასის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა, კლასის დამრიგებლის ხელმძღვანელობით მოაწყო ექსკურსია ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორსა და სავანეში. ექსკურსია სასწავლო ხასიათისა იყო. ბავშვებმა დაათვალიერეს და უფრო ახლოს გაეცვნენ აკ. წერეთლის ბავშვობას, შემოქმედებას, სხვადასხვა ეპიზოდებს მისი ცხოვრებიდან. ასევე მოინახულეს და მოილოცეს მღვიმევის მონასტერი, რომელიც ქალაქ ჭიათურის შესასვლელთან, ჭიათურის აღმოსავლეთით კლედშია გამოკვეთილი. აღნიშნული ეკლესია-მონასტერი მაცხოვრის სახელობისაა და XIII საუკუნის II ნახევარშია აგებული.
პროექტის მიზანი იყო როგორც მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლება, ,  ასევე მოსწავლეების, მათი მშობლების, კლასის ხელმძღვანელის და პედაგოგების უკეთესად გაცნობა-დაახლოება.
აღნიშნულ პროექტს  ჰქონდა წინა მოსამზადებელი ეტაპი. ექსკურსიაზე წასვლამდე ყველა მოსწავლე გაეცნო აკ. წერეთლის ბიოგრაფიას. კერძოდ, წაიკითხეს წიგნი ,,ჩემი თავგადასავალი", ასევე სკოლაში, ნახეს ფილმი  ,,აკაკის აკვანი".
ბავშვებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი როგორც წაკითხულის, ასევე ნანახის ირგვლივ. იმსჯელეს და განიხილეს  აკაკი წერეთლის ცხოვრება. მიუხედავად ყველაფრისა, გაუჩნდათ შეკითხვებიც. მათ  გადაწყვიტეს კითხვების კარგად მომზადება და ინტერვიუს აღება უშუალოდ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებისაგან.
უკვე ახალ სასწავლო წელს საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულები სკოლაში მოაწყობენ პრზენტაციას სახელწოდებით ,,აკაკი წერეთელი".. აღნიშნული პრეზენტაციით ბავშვები სკოლის დირექციას და მასწავლებლებს გაუზიარებენ თავის შთაბეჭდილებებს ნანახის ირგვლივ და კიდევ ერთხელ შეახსენებენ ქართველი ხალხის საყვარელი მწერლის აკაკი წერეთლის ცხოვრებისეულ ეპიზოდებს.

თავდაპირველად დავათვალიერეთ მღვიმევის მონასტერი. იქ მყოფ მამაოს ვთხოვეთ ორიოდე სიტვით ეთქვა  აღნიშნული მონასტრის ისტორია. მამაოს ძალიან გაეხარდა ჩვენი სტუმრობა, დაგვლოცა,, გვაცხო ზეთი და მხოლოდ ამის შემდეგ აგვიხსნა ამ საოცარი  სამონასტრო კომპლექსის შესახებ.
ასე დაიწყო ჩვენი ექსკურსია. ღვთის მადლით გაძლიერებულნი წავედით აკ. წერეთლის სახლ-მუზეუმის და ძიძისეული ქოხის დასათვალიერებლად.
მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს ძალიან მოშივდათ და  მდინარის პირას  დავანთეთ კოცონი, შევწვით მწვადი. ბავშვებმა მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად კარგად მოილხინეს. ითამაშეს სხვადასხვა სახის თამაშები. იბანავეს მდინარეშიც.
ჩვენმა საექსკურსიო მარშრუტი წარმატებით დასრულდა.


მთელი სასწავლო წლის მანძილზე ჩემს მოსწავლეებთან მქონდა საუბრები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი საუბრებს ძირიათადად ვატარებდით ე. წ. ,,კლასის საათის” დროს, რომელიც იმართებოდა ყოველი კვირის ბოლოს. კერძოდ, პარასკევ დღეს, მე-6 გაკვეთილზე. 2008-2009 სასწავლო წელს  ჩავატარეთ საუბრები შემდეგ თემებზე:

  •   საუბარი ქართულ ტრადიციებზე - ,,ქართული ეროვნული შესამოსელი”
  •   საუბარი ფიზიკური აღზრდის ტრადიციებზე
  •   საუბარი მშობლიური სკოლის ისტორიაზე
  •   საუბარი რელიგიურ თემაზე ,,წმინდანები”
  •   საუბარი ზრდილობაზე და საზოგადოებაში მოქცევის წესებზე

აღნიშნულმა თემებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. გაიმართა დისკუსიებიც. ბავშვები გამოთქვამდენენ საკუთარ აზრს.. ისინი დაინტერესდენ, რომ უფრო ღრმად გაეცნონ ქართულ ტრადიციებს, სკოლის ისტორიას, გახდნენ უფრო რელიგიურები და ისწავლონ საზოგადოებაში მოქცევის წესები და ა.შ..






14 აპრილი დედაენის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით Vგ კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს გაზეთი სათაურით  ,,ო, ენავ ჩემო”. მოხდა გაზეთის პრეზენტაციაც გაზეთმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც პედაგოგებში, ასევე მშობლებში. გაზეთი გამოკრული გვაქვს ჩვენს საკლასო ოთახში.





1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მოვაწყეთ ექსკურსია ე. წ. ,,ახალ ბაღში”. ბავშვებმა ძალიან ისიამოვნეს და გადავწყვიტე, რომ ყოველი წლის 1 ივნისს მოვაწყო მინი-ექსკურსიები ქალაქში და ჩავერთოთ მსოფლიო ფერხულში.

Комментариев нет:

Отправить комментарий